რა ღირს კანალიზაციის გაწმენდა და როდის არის აუცილებელი პროფესიონალის გამოძახება
- tornikejanelidze12
- Aug 29
- 4 min read
კანალიზაციის სისტემა ნებისმიერი სახლის, ოფისის ან ბინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის გარეშე თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა რთულია. დროთა განმავლობაში, სანიაღვრე მილებში ნარჩენების, ცხიმის, თმის და სხვა ნივთიერებების დაგროვების შედეგად ხდება მილებისა და სისტემის დაზიანება და დაბლოკვა, რაც იწვევს ძალზედ უსიამოვნო სიტუაციებს: ნელი წყლის ჩადინება, უსიამოვნო სუნი და თუნდაც სანიაღვრე წყლების გადინებას. ასეთ მომენტებში ჩნდება კითხვა: რა ღირს კანალიზაციის წმენდა და როდის არის საჭირო პროფესიონალის ჩარევა? ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ რა ჯდება კანალიზაციის გაწმენდა, რა არის გამომწვევი მიზეზები და ამ პრობლემის სხვა ყველა ასპექტს.
კანალიზაციის გაჭედვის გავრცელებული მიზეზები
სამზარეულოს კანალიზაციის პრობლემები
ცხიმის და ზეთის დაგროვება - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი
საკვების ნარჩენები - განსაკუთრებით მყარი ნაწილაკები
საპნის ნარჩენები და დეტერგენტები
მინერალური დანალექები წყლის სისტემიდან
აბაზანისა და ტუალეტის კანალიზაციის გაუმართაობა
თმების დაგროვება - განსაკუთრებით აბაზანის მილებში და შემკრებში(ტრაპში)
საპნისა და შამპუნის ნარჩენები
ტუალეტის კაღალდის ჭარბი რაოდენობა
უცხო საგნების მოხვედრა მილებში
რა ღირს კანალიზაციის გაწმენდა და რა ფაქტორები მოქმედებს მის ფასზე?
კანალიზაციის გაწმენდის სერვისის ღირებულება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. საშუალოდ, კანალიზაციის პროფესიონალური გაწმენდის ფასები იწყება 100 ლარიდან და შეიძლება გაიზარდოს პრობლემის სირთულის მიხედვით.
საქართველოში გავრცელებული პროფესიონალური კანალიზაციის გაწმენდის ფასებია:
მარტივი მილების წმენდა: 100-150₾.
ჰიდროდინამიკური წმენდა: 150-250₾.
სეპტიკური ავზის ამოტუმბვა: 200₾-დან ზევით.
ფასის ფორმირებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებია:
გაჭედვის სირთულე და ლოკალიზაცია: უბრალო, ლოკალური გაჭედვა (მაგალითად, მხოლოდ სამზარეულოს ნიჟარის სიფონის გაწმენდა) ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ცენტრალური დგარის ან კორპუსის საერთო სისტემის რთული საცობის მოშორება.
გამოყენებული აღჭურვილობა: ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით ხდება გაწმენდა. მარტივი ტროსით გაწმენდა უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე მაღალტექნოლოგიური, მაღალი წნევით (ჰიდროდინამიკური) რეცხვა, რომელიც მილებს იდეალურად ასუფთავებს ნადებისგან.
სამუშაოს მოცულობა და დრო: რაც უფრო მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება პრობლემის მოგვარებას, მით უფრო მაღალი იქნება მომსახურების ღირებულება.
გამოძახების დრო: არასამუშაო საათებში ან დასვენების დღეებში გადაუდებელი გამოძახება, როგორც წესი, სტანდარტულ ტარიფზე ძვირია, თუმცა კანალიზაციის გაწმენდა ნეოფიქსში შესაძლებელია 24/7-ზე, კვირის ნებისმიერ დღეს ყოველგვარი გაზრდილი ტარიფისა და დაფარული ხარჯების გარეშე!
ობიექტის მდებარეობა: ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში გამოძახების ფასი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს. ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება ფასები თბილისში, ახლომდებარე ქალაქებში(რუსთავი, გორი, წყნეთი...) და რეგიონებში(კახეთი, თელავი..)..
რატომ არის უფრო იაფი პროფესიონალის დროული დახმარება
პროფესიონალური სერვისის ღირებულება ერთი შეხედვით შეიძლება არასაჭირო ხარჯად მოგეჩვენოთ და შეეცადოთ თანხა დაზოგოთ, თუმცა პროფესიონალის დროული ჩარევის შემთხვევაში რისკები ბევრად მცირეა დამოუკიდებელი მცდელობების რისკებთან შედარებით:
სწორი დიაგნოსტიკა და პრობლემის ეფექტური მოგვარება
მილების დაზიანების თავიდან აცილება
განმეორებადი პრობლემების პრევენცია
დროისა და ძალისხმევის დაზოგვა
გარანტირებული შედეგი
სახლის პირობებში კანალიზაციის წმენდის მეთოდები და მათი ეფექტურობა

ყოველდღიური პროფილაქტიკური ღონისძიებები
კანალიზაციის პროფილაქტიკური წმენდა მნიშვნელოვნად ამცირებს სერიოზული პრობლემების რისკს:
ცხელი წყლით ჩარეცხვა - კვირაში რამდენჯერმე, სასურველია მაღალი წნევით - გამოიყენეთ შხაპი ან ბიდე. გაიტვალისწინეთ რომ არ გამოიყენოთ ადუღებული წყალი რამაც შეიძლება დაადნოს PVC და სხვა პლასტმასის ტიპის მილები.
ბუნებრივი საშუალებების გამოყენება - სოდა და ძმრით მილების ჩარეცხვა.
რეგულარული გაწმენდა და დაკვირვება წყლის ჩადინების სისწრაფეზე
სახლის პირობებში რეკომენდირებული მეთოდები კანალიზაციის წმენდისათვის
სოდისა და ძმრის მეთოდი:
ნახევარი ჭიქა სოდა ჩაყარეთ გასავალში
ჩაასხით ნახევარი ჭიქა ძმარი
დაელოდეთ 30 წუთს
ჩარეცხეთ ცხელი წყალი
ვაკუუმური ტუმბოს გამოყენება - შედარებით მარტივი და ხშირად ეფექტური მეთოდი მცირე დაბლოკვების შემთხვევაში. ტუმბო(ვინტუზი) საკმაოდ ეფექტურია როცა პრობლლემა მარტივია.
ქიმიური საწმენდი საშუალებები
ქიმიისა და სახლის მოვლის მაღაზიებში ხელმისაწვდომია მრავალი ქიმიური პროდუქტი კანალიზაციის გასაწმენდად, თუმცა მათი გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს და ზუსტ ინსტრუქციების დაცვას.
ქიმიური საშუალებების გამოყენების წინ დარწმუნდით რომ მისი გამოყენება უსაფრთხოა როგორც თქვენი ჯანმრთელობისათვის, ასევე თქვენი მილებისა და აბაზანის ავეჯისათვის. არ გამოიყენოთ ძალიან აგრესიული ქიმიური წმენდის საშუალებები, განსაკუთრებით მოძველებული რკინის მილების შემთხვევაში. არ დატოვოთ ქიმიური საშუალება მწარმოებლის ინსტრუქციაში მითითებულ დროზე მეტხანს.
კანალიზაციის გაჭედვის ყველაზე ხშირი მიზეზების სრული სიისთვის იხილეთ: კანალიზაციის გაჭედვის მიზეზები და მათი არიდების გზები.
როდის არის საჭირო პროფესიონალი სანტექნიკის ჩარევა
თუ ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანალიზაციის წმენდის გზები სახლის პირობებში არ არის საკმარისი, ასეთ დროს საჭიროა პროფესიონალის დახმარება!

ძირითადი ნიშნები პროფესიონალური სერვისის საჭიროებისა
განმეორებადი გაჭედვა - თუ პრობლემა მუდმივად უბრუნდება
მრავალი გასავლის ერთდროული დაბლოკვა
უსიამოვნო სუნი კანალიზაციისგან
წყლის ნელი ჩადინება მიუხედავად წმენდის მცდელობისა
მილებიდან წყლის უკან ამოსვლა
ხმაური მილებში წყლის ჩადინებისას
რის შემთხვევაში არ უნდა ეცადოთ პრობლემის თავად მოგვარებას
ძველი მილების სისტემები - მაღალი რისკი მილების დაზიანებისა
დიდი მოცულობის გაჭედვა - რთული და სერიოზული პრობლემა რასაც პროფესიონალური მიდგომა და ხელსაწყოები/მანქანა-დანადგარები ჭირდება
კანალიზაციის მთავარი მილის პრობლემები
მილების მექანიკური დაზიანება
პროფესიონალური კანალიზაციის წმენდის სერვისები
რას იღებთ პროფესიონალური სერვისისგან
თანამედროვე ტექნოლოგიები:
ჰიდროდინამიკური წმენდა - მაღალი წნევის წყლის ჭავლით
მექანიკური წმენდა - სპეციალური სპირალებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით
ვიდეოდიაგნოსტიკა - მილების შიდა მდგომარეობის შესწავლა
ლიმონმჟავას ან სხვა სპეციალური რეაგენტების გამოყენება
განსხვავება სახლის მეთოდებისგან:
ღრმა და ფუნდამენტური წმენდა
მილების დაზიანების რისკის მინიმიზაცია
ხანგრძლივმოქმედი შედეგი
გარანტიის მიღება შესრულებულ სამუშაოზე
სერვისის ტიპები და მეთოდები
ჰიდროდინამიკური წმენდა - ყველაზე ეფექტური მეთოდი რთული დაბლოკვების შემთხვევაში. მაღალი წნევის წყლის ნაკადი სრულყოფილად აშორებს ყველა ტიპის დანალექსა და ცხიმოვან ფენას.
მექანიკური წმენდა - გამოიყენება სპირალები და სხვა ინსტრუმენტები, განსაკუთრებით ეფექტურია მყარი საგნების გამოსაღებად.
ქიმიური მეთოდები - პროფესიონალური რეაგენტების გამოყენებით, რომლებიც უსაფრთხოა მილებისთვის.
კანალიზაციის გაწმენდის შემდეგ სისტემის მოვლა
პროფესიონალური წმენდა სწრაფი და ეფექტური გზაა პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა პრობლემის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია რეგულარული პროფილაქტიკის დაცვა:
თვეში ერთხელ სოდითა და ძმრით წმენდა
ცხიმოვანი ნარჩენების თავიდან აცილება
თმების დაცავისგან და რეგულარული გაწმენდა
წყლის ჩადინების მონიტორინგი
გამაფრთხილებელი სიგნალები
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს:
წყლის ჩადინების შენელება
უსიამოვნო სუნი ნიჟარიდან ან ტრაპიდან
ხმაური მილების სისტემაში
წყლის დონის ცვლილება ტუალეტის ბაკში
კანალიზაციის წმენდა მნიშვნელოვანი საკითხია ყველა სახლისა და ოფისისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ამ პრობლემის თვით მოგვარება, ხშირად საჭიროა პროფესიონალ სანტექნიკის სერვისის გამოყენება რასაც Neofix მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ.
ჩვენთან კანალიზაციის წმენდისა და ამოტუმბვის ფასები იწყება 100₾-დან, რაც გამართლებულია მიღებული სერვისის ხარისხისა და გარანტიის გათვალისწინებით. პროფესიონალური წმენდა არა მხოლოდ წყვეტს ამჟამინდელ პრობლემას, არამედ ხშირად თავიდან გვაცილებს მომავალ გართულებებს და ზოგავს ხანგრძლივ პერიოდში რესურსებს.
რეგულარული პროფილაქტიკა და სწორი მოვლა, პროფესიონალური წმენდის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი კანალიზაციის სისტემის ხანგრძლივობას და ეფექტურობას. არ დაელოდოთ სერიოზულ პრობლემებს - დროულად მიმართეთ ნეოფიქსის სპეციალისტებს და შეინარჩუნეთ კომფორტი თქვენს სახლში თუ ოფისში!




Comments