კანალიზაციის გაჭედვის ყველაზე ხშირი მიზეზები და როგორ ავირიდოთ ისინი
- tornikejanelidze12
- Jul 13
- 3 min read
კანალიზაციის გაჭედვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და შემაწუხებელი სანტექნიკური პრობლემაა, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს ბინაში, კერძო სახლში, აგარაკზე ან ოფისში. ეს პრობლემა არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს და არასანიტარულ პირობებს იწვევს, არამედ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს სანტექნიკის სისტემას, თუ დროულად არ მოგვარდა. ამ სტატიაში განვიხილავთ კანალიზაციის გაჭედვის ყველაზე ხშირად გავრცელებუ; მიზეზებს, მათი თავიდან აცილების გზებსა და პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ სანტექნიკის სისტემის გამართულად შენარჩუნებაში.

რა იწვევს კანალიზაციის გაჭედვას?
კანალიზაციის გაჭედვა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა ფაქტორით, დაწყებული ყოველდღიური ნარჩენების მიხვედრით მილებსა და შემკრებ სისტემებში, დამთავრებული სისტემის სტრუქტურული პრობლემებით ან არასწორად დაყენებული სისტემით.
კანალიზაციის გაჭედვის ძირითადი მიზეზებია:
1. საკვების ნარჩენები
სამზარეულოს ნიჟარებში ხშირად ხვდება საკვების ნარჩენები, როგორიცაა ცხიმი, ზეთი, ბოსტნეულის ნაჭრები ან სახამებელი. ცხიმი განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ის გრილდება მილებში და ქმნის წებოვან ფენას, რომელიც იზიდავს და იკტავს სხვა ნარჩენებს. ამასთანავე, ცხიმი ქმნის რთულად მოსაშორებელ წებოვან მასას რომელიც მყარად ეკრობა მილის შიდა კიდეებს და თავისით არ შორდება.
როგორ ავიცილოთ თავიდან?
ნუ ჩაასხამთ ცხიმს ან ზეთს ნიჟარაში. შეაგროვეთ ისინი ცალკე ჭურჭელში და გადაყარეთ ნაგავში.
გამოიყენეთ ნიჟარის საწური/ბადე, რომელიც ხელს უშლის დიდი ზომის საკვების ნარჩენების მილებში მოხვედრას.
რეგულარულად გაასუფთავეთ ნიჟარის მილები ცხელი წყლით(გაითვალისწინეთ რომ მდუღარე წყალმა შეიძლება დააზიანოს მილები და შეერთების სისტემეწბი!) ან ძმრისა და სოდის ნარევით.
2. თმა და ჰიგიენის პროდუქტები
სააბაზანოს ნიჟარებში თმა, საპონი და ჰიგიენის სხვა საშუალებები (მაგ., კბილის პასტა, კრემები) ხშირად იწვევს მილის გაჭედვას. თმა განსაკუთრებით ადვილად ეჯაჭვება მილებს და ბლოკავს ნაკადს.
როგორ ავიცილოთ თავიდან?
დააყენეთ თმის დამჭერი ბადე საშხაპეში და ნიჟარაში.
რეგულარულად გაასუფთავეთ მილები სპეციალური სანტექნიკური ჯაგრისით, მილის საწმენდი ქიმიური საშუალებებით(კროტი, დომესტოსი...) ან გამოიყენეთ ბუნებრივი გამწმენდი საშუალებები.
მოერიდეთ საპნის ნარჩენების დაგროვებას, ტრადიციული მყარი საპნის ბარის ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ თხევადი საპონი.
3. ჩაყრილი საგნები ტუალეტში
ტუალეტის გაჭედვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მასში ისეთი საგნების ჩაყრა, რომლებიც არ იშლება წყალში, მაგალითად: სველი ხელსახოცები, ჰიგიენური ხელსახოცები, ბამბის ტამპონები ან საფენები.
როგორ ავიცილოთ თავიდან?
გადაყარეთ ჰიგიენური ნარჩენები ნაგვის ურნაში.
გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი ტუალეტის ქაღალდი, რომელიც სწრაფად იშლება.
მოერიდეთ უნიტაზში დიდი ზომის ან დიდი რაოდენობის საგნების მოხვედრას.
4. ფესვების შეჭრა მილებში
გარე კანალიზაციის სისტემებში, განსაკუთრებით ძველ სახლებში, ხეების ან ბუჩქების ფესვები შეიძლება შეაღწიონ მილებში, რაც არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა. ეს იწვევს მათ გაჭედვას ან დაზიანებას.
როგორ ავიცილოთ თავიდან?
რეგულარულად შეამოწმეთ გარე კანალიზაციის მილები.
მოერიდეთ ხეების დარგვას კანალიზაციის მილების სიახლოვეს, მინიმუმ რამდენიმე მეტრით.
დროულად გამოიძახეთ სპეციალისტი, თუ ეჭვი გაქვთ ფესვების შეჭრაზე რადგან ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მთელს სისტემას.
5. მილების სტრუქტურული პრობლემები
ძველი ან დაზიანებული მილები, არასწორი ინსტალაცია ან მილების გადახრა ასევე შეიძლება გახდეს გაჭედვის მიზეზი.
როგორ ავიცილოთ თავიდან?
ჩაატარეთ სანტექნიკის სისტემის პროფესიონალური ინსპექტირება ყოველ 2-3 წელიწადში.
შეცვალეთ ძველი მილები თანამედროვე, გამძლე მასალებით, როგორიცაა PVC.
როგორ გავიგოთ, რომ კანალიზაცია გაჭედილია?
კანალიზაციის გაჭედვის ნიშნები საკმაოდ ადვილად შესამჩნევია:
ნელი დრენაჟი: წყალი ნელა მიედინება ნიჟარიდან, საშხაპედან ან ტუალეტიდან.
უსიამოვნო სუნი: გაჭედვისას ხშირად ჩნდება უსიამოვნო სუნი.
გუგუნის ხმები: მილებიდან მოისმის უცნაური ხმები.
წყლის გადმოდინება: წყალი უკან ბრუნდება ნიჟარაში, ტრაპში ან ტუალეტში.
თუ ამ ნიშნებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს შეამჩნევთ, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები სანამ პრობლემა არ გართულდება.
როგორ ავიცილოთ კანალიზაციის გაჭედვა - პრევენციული ზომები

იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ კანალიზაციის გაჭედვა, გაითვალისწინეთ პროფესიონალური რჩევები ნეოფიქსის გუნდისგან:
რეგულარული გაწმენდა: გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები, როგორიცაა ძმარი და სოდა, მილების გასაწმენდად ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მილების საწმენდი ქიმიური საშუალებები და ხსნარები, მაგრამ გამოყენებამდე დარწმუნდით რომ ის უსაფრთხოა თქვენი მილებისთვის.
საწურების გამოყენება: დააყენეთ საწური ბადეები ნიჟარებსა და საშხაპეებში რაც ხელს შეუშლის თმისა და დიდი ზომის ნარჩენების მოხვედრას მილებსა და საკანალიზაციო სისტემებში.
სწორი ნარჩენების მართვა: გადაყარეთ ნაგავი მხოლოდ შესაბამის ადგილას, ნუ ჩაყრით უნიტაზში ნაგავსა და ნარჩენებს რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს სერიოზულ პრობლემებს.
პროფესიონალური ინსპექტირება: მილების, კანალიზაციის და მთლიანი სანტექნიკური სისტემის რეგულარული შემოწმება თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო პრობლმებს. ჩვენი პროფესიონალი სანტექნიკები დაგეხმარებიან სისტემის შემოწმებაში, დიაგნოსტიკაში და გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდაში სწრაფად და მარტივად! დაგვირეკეთ ახლავე! 📞555 26 26 62
სანტექნიკის სისტემის განახლება: თუ თქვენი მილები ძველია, განიხილეთ მათი თანამედროვე სისტემით ჩანაცვლება. ძველი საკანალიზაციო სისტემა ნიშნავს მუდმივ სანტექნიკურ პრობლემებსა და გაუთვალისწინებელ, მოულოდნელ ხარჯებს.
კანალიზაციის გაჭედვა შეიძლება მოულოდნელად გადაიქცეს დიდ პრობლემად. თუმცა, მიზეზების ცოდნა და პრევენციული ზომების მიღება საშუალებას გაძლევთ თავი აარიდოთ ამ უსიამოვნებას.
კანალიზაციის გაჭედვა შეიძლება თავიდან იქნას აცილებული სწორი ჩვევებითა და რეგულარული მოვლით. საკვების ნარჩენების, თმის, ჰიგიენის პროდუქტებისა და სხვა ნარჩენების სწორად მართვა, ასევე სანტექნიკის სისტემის პერიოდული შემოწმება, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ეს უსიამოვნო პრობლემა. თუ გაჭედვა მაინც მოხდა, მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება, რათა თავიდან აიცილოთ სანტექნიკის სისტემის დაზიანება.
გახსოვდეთ, სწორი გამოყენება, რეგულარული გაწმენდა და პროფესიონალების ჩართულობა — ეს არის სუფთა და გამართული კანალიზაციის მთავარი პირობა!




Comments