კანალიზაციის, მილებისა და ნიჟარის გაწმენდა სახლის პირობებში – სრულყოფილი გზამკვლევი
- tornikejanelidze12
- Aug 2
- 4 min read
როგორც უკვე ვიცით კანალიზაციის სისტემების(საკანალიზაციო არხი, ნიჟარა, ტრაპი, მილები...) გაჭედვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და უსიამოვნო საყოფაცხოვრებო პრობლემაა რასაც ყოველდღიურად აწყდება ათასობით ადამიანი.
როდესაც კანალიზაცია ძალიან არის გაჭედილი და მისი გაწმენდა ან ამოტუმბვა არის საჭირო, ამ დროს ნეოფიქსის პროფესიონალთა გუნდის დახმარება აუცილებელია, უმცა დღეს გასწავლით როგორ მოაგვაროთ პრობლემა საწყის ეტაპზე თქვენივე ძალებით და თავიდან აიცილოთ კანალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები!
კანალიზაციისა და მილების გაჭედვის მიზეზები და როგორ ავირიდოთ ისინი
კანალიზაციის გაჭედვის მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია და ზოგჯერ ჩვენ გაუაზრებლად ვხდებით ამ პრობემის მთავარი მიზეზი. ამასთანავე, მიზეზი შეიძლება ჩვენგან დამოუკიდებლად წარმოიშვას რაც ძირითადად განპირობებულია არასწორად დაყენებული სისტემის, მოძველებული სისტემის ან რეგულარული პროფილაქტიკური წმენდის ნაკლებობის.
რა იწვევს კანალიზაციის გაჭედვას:
საპნისა და ცხიმის დაგროვება: საპნის ნარჩენების, ზეთის და ცხიმის მოხვედრა მილებში, ნიჟარაში ან ტრაპში.
თმა და ბეწვი: თმა, ბეწვი, ძაფი და მსგავსი ნარჩენები რაც ადვილად იხლართება და ქმნის ბარიერს.
საკვების ნარჩენები: საკვების ნაწილაკები, განსაკუთრებით ნარჩენები, რომლებიც წყალში არ იხსნება, ხშირად იწვევს ჩაკეტვას.
უცხო ნივთები: ნიჟარში ან ტუალეტში ჩაგდებული ნივთები, მაგალითად, სველი ხელსახოცები, ჰიგიენური საშუალებები თუ ბავშვთა სათამაშოები.
მინერალური ნალექი: ქიმიური საშუალებები და ხისტი წყალი შეიცავს უამრავ მინერალს, მილებში შეიძლება დაგროვდეს კალციუმისა და მაგნიუმის ნაერთები რაც ამცირებს მილის გამტარიანობას და ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს მილების დაზიანებას.
მოძველებული საკანალიზაციო სისტემა: ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემა ვეღარ მუშაობს გამართულად, მილები ხშირად არის დაზიანებული და გაჭედილი ჟანგისა და კოროზიისგან.
არასწორად აწყობილი კანალიზაციის სისტემა: კანალიზაციის სისტემის სწორად აწყობა მნიშვნელოვანია მისი ხანგრძლივი და შეუფერხებელი მუშაობისთვის. ხშირად, ცუდად შერჩეული და გაუმართავი სისტემა იწვევს მუდმივ პრობლემებს.
როგორ ავირიდოთ კანალიზაციის მილების, ნიჟარისა და უნიტაზის გაჭედვა:
საკანალიზაციო სისტემების გაჭედვის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მოვუაროთ მას და გავითვალისწინოთ პრევენციული გზები რაც თავიდან აგვარიდევს ამ უსიამოვნო პრობლემებს:
მილებისა და სამზარეულოს ნიჟარის რეგულარული წმენდა: აუცილებლად გაწმინდეთ ნიჟარები, მილები და საკანალიზაციო სისტემები რეგულარულად. კანალიზაციის წმენდა სახლის პირობებში მარტივი არის მაგრამ შეუძლია აგარიდოთ რთული და უსიამოვნო პრობლემები.
მილებისა და საკანალიზაციო სისტემის რეგულარული შემოწმება: სრული საკამალიზაციო სისტემის რეგულარული შემოწმება თავიდან აგარიდებთ პრობლემის გართულებას და საშუალებას მოგცემთ საწყის ეტაპზე გადაჭრათ ის. სრული სისტემის შემოწმება და დიაგნოსტიკა ყოველ ერთ წელიწადში მაინც უნდა მოხდეს ახალ სახლებსა და შენობებში, ხოლო ძველი სისტემების შემთხვევაში ყოველ 6 თვეში.
სამზარეულო ნიჟარის ბადეების, ფილტრებისა და დამჭერების გამოყენება: აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური ნიჟარის ბადე რაც აჩერებს საკვებ ნარჩენებსა და დიდი ზომის ნაწილაკებს თქვენს მილში მოხვედეისგან. ამასთანავე, ტრაპებზე და წყლის შემკრებებზე გამოიყენეთ სპეციალური დამჭერები რაც ხელს უშლის თმასა და ბეწვის მილში მოხვედრას.
როგორ გავწმინდოთ გაჭედილი ნიჟარა, მილები, კანალიზაცია სახლის პირობებში:
1. ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება
როგორ მუშაობს: ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება ეფექტურია ცხიმისა და ორგანული ნარჩენების მოსაშორებლად. ცხელი წყალი ალღობს და ხსნის ცხიმს, ხოლო სარეცხი საშუალება ხელს უწყობს მის დაშლას და ნადების მოშორებას.
როგორ გავაკეთოთ:
აადუღეთ 2-3 ლიტრი წყალი.
დაამატეთ ნიჟარაში 2-3 სუფრის კოვზი თხევადი სარეცხი საშუალება.
ნელა ჩაასხით ცხელი წყალი ნიჟარში.
გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩართეთ ცხელი წყალი, რომ ნარჩენები ჩამოირეცხოს.
შენიშვნა: თუ მილები პლასტმასისაა, გამოიყენეთ თბილი წყალი (50-60°C), რათა თავიდან აიცილოთ მათი დაზიანება.

2. სოდა და ძმარი - ბუნებრივი გამწმენდი
როგორ მუშაობს: საკვები სოდა (ნატრიუმის ბიკარბონატი) და ძმარი ქმნის ქიმიურ რეაქციას, რომელიც წარმოქმნის ნახშირორჟანგს. ეს ხელს უწყობს ნარჩენების მოშორებას.
როგორ გავაკეთოთ:
ჩაასხით ნიჟარში 1 ჭიქა საკვები სოდა.
დაამატეთ 1 ჭიქა ძმარი.
დაელოდეთ 15-20 წუთს, სანამ რეაქცია მიმდინარეობს.
ჩამოიბანეთ ცხელი წყლით.
რჩევა: ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია სამზარეულოს ნიჟარებში, სადაც ცხიმის ნარჩენებია დაგროვილი.

3. მექანიკური გაწმენდა - პლანჟერის გამოყენება
როგორ მუშაობს: პლანჟერი (ვანტუზი, სატუმბი, ნიჟარის ტუმბო) ქმნის წნევას, რომელიც ხელს უწყობს გაჭედილი საგნების და ქაღალდის მოშორებას.
როგორ გავაკეთოთ:
დარწმუნდით, რომ ნიჟარში/უნიტაზში არის მცირე რაოდენობის წყალი.
დააფარეთ პლანჟერი ნიჟარის/უნიტაზის ხვრელს და დააჭირეთ რამდენჯერმე.
გააგრძელეთ, სანამ წყალი თავისუფლად გაივლის.
რჩევა: თუ ნიჟარას ორი ხვრელი აქვს, დახურეთ მეორე ხვრელი, რათა წნევა მაქსიმალური იყოს.

4. სანტექნიკის გველის გამოყენება
როგორ მუშაობს: სანტექნიკის გველი (მავთულის ან ზამბარის ფორმის ინსტრუმენტი) ფიზიკურად აშორებს ნარჩენებს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი დრეკადი მაგრამ მყარი მავთული რასაც სახლში ან სანტექნიკის მაღაზიაში იყიდით.
როგორ გავაკეთოთ?
შეიძინეთ სანტექნიკის გველი ან გამოიყენეთ მსგავსი რამ რასაც სახლში იპოვით.
ჩააყენეთ გველი ნიჟარის ან ტუალეტის მილში.
ნელა გადაატრიალეთ, სანამ არ იგრძნობთ წინააღმდეგობას.
გააგრძელეთ მანამ, სანამ ნარჩენები ამოვა ან მილი გაიწმინდება.
რჩევა: გამოიყენეთ ხელთათმანები, რათა თავიდან აირიდოთ ჰიგიენური პრობლემები.
5. ქიმიური საშუალებები
როგორ მუშაობს: ქიმიური გამწმენდები, როგორიცაა „კროტი“, „ბაგი“, „Mr. Muscle“ ან „დომესტოსი“, შეიცავს ძლიერ ნივთიერებებს, რომლებიც ხსნიან ორგანულ ნარჩენებს.
როგორ გავაკეთოთ?
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
ჩაასხით რეკომენდებული რაოდენობა მილში.
გააჩერეთ მითითებული დროის განმავლობაში.
ჩარეცხეთ ცივი წყლით 15-20 წუთის განმავლობაში.
გაფრთხილება: ქიმიური საშუალებები შეიძლება იყოს სახიფათო, ამიტომ გამოიყენეთ ხელთათმანები და უზრუნველყავით ვენტილაცია. ასევე დარწმუნდით რომ მისი გამოყენება უსაფრთხოა თქვენი მილებისთვის.
ამ სტატიაში მოცეული გზები და რეკომენდაციები საკმარისია რომ თავიდან აირიდოთ და მოაგვაროთ მარტივი ან საშუალო სირთულის საკანალიზაციო პრობლემები. თუ ზემოთ მოცემული გზები ვერ დაგეხმარათ პრობვლემის აღმოფხვრაში, ასეთ დროს საჭიროა პროფესიონალის ჩართულობა.
ნეოფიქსის პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის საკანალიზაციო პრობლემის მოგვარებას: კანალიზაციის გაწმენდა აპარატით, კანალიზაციის ამოტუმბვა, საკანალიზაციო სისტემის დიაგნოსტიკა და შეცვლა, კანალიზაციის გაწმენდა მანქანით, წყლის ჭავლით წმენდა... დაგვიკავშირდით 24/7_ზე: 📞 555 26 26 62
კანალიზაციის გაწმენდა სახლის პირობებში შესაძლებელია სწორი მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. რეგულარული პროფილაქტიკა და სწორი ექსპლუატაცია თავიდან აიცილებს მრავალ პრობლემას. მთავარია დაიცვათ უსაფრთხოების წესები და არ გააუარესოთ მდგომარეობა არასწორი მოქმედებებით.
გახსოვდეთ: უკეთესია პრობლემის თავიდან აცილება, ვიდრე მისი მოგვიანებით გადაჭრა. რეგულარული მოვლა და სწორი ექსპლუატაცია განსაზღვრავს თქვენი კანალიზაციის სისტემის ხანგრძლივობასა და ეფექტურობას.
ამ რეკომენდაციების დაცვით, თავიდან აირიდებთ კანალიზაციის სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს და შეინარჩუნებთ სახლის კომფორტულ გარემოს.




Comments