top of page
neofix-logo-geo-ნეოფიქსის-ლოგო

ფარული წყლის ჟონვა: როგორ შევამჩნიოთ წყლის ჟონვა სახლში, სანამ პრობლემად იქცევა

  • tornikejanelidze12
  • Aug 23
  • 4 min read

სახლი ჩვენი ციხესიმაგრეა, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე დიდ საფრთხეს არა გარეშე მტერი, არამედ კედლებში ჩუმად მომდინარე წყალი წარმოადგენს. წყლის ჟონვა ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი და დამანგრეველი პრობლემაა, რომელსაც სახლის მფლობელი შეიძლება შეეჩეხოს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვეთმა შესაძლოა თვეების განმავლობაში შეუმჩნევლად დააზიანოს თქვენი სახლის სტრუქტურა, გამოიწვიოს ობის გავრცელება და საბოლოოდ, ათასობით ლარის ფინანსურ ზარალში გადაიზარდოს.


საბედნიეროდ, კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელია. მთავარია, ვიცოდეთ, რას მივაქციოთ ყურადღება. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ყველა იმ ნიშანსა და მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ წყლის ჟონვის ადრეულ ეტაპზევე აღმოჩენაში და შესაბამისად, დაიცავთ თქვენს სახლსა და ბიუჯეტს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.


წყლის ჟონვის ადრეული აღმოჩენა აგაცილებთ როგორც მნიშვნელოვან არასასიამვნო ხარჯებს, ასევე სხვადასხვა ობის, სოკოსა და ვირუსების გავრცელებას თქვენს საცხოვრებელ სივრცეში. სტატისტიკის მიხედვით, საშუალო სახლში წყლის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს ათასობით ლიტრი წყლის დანაკარგი წელიწადში, რაც იწვევს წყლის გადასახადის გაზრდას და გარემოს დაბინძურებას, ასუსტებს მზიდ კონსტრუქციას, იწვევს ნგრევასა და სოკოს აღმოცენებას.


რატომ არის საშიში ფარული წყლის ჟონვა?

თუ წყალი გარკვეული დროით ფარულად ჟონავს, შედეგები შეიძლება საკმაოდ სერიოზული და საზიანო იყოს:

  • ინტერიერის დაზიანება – სველი კედლები, შპალერი, საღებავი, ფურცლოვანი მასალის გაფუჭება, დაზიანებული იატაკი...

  • ჯანმრთელობის რისკი – ტენიანობა ქმნის იდეალურ გარემოს ობისა და სოკოს განვითარებისთვის რაც საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით კი საფხულში და ცხელ სეზონზე.

  • ფინანსური დანახარჯები – სარემონტო სამუშაოები, რემონტის აუცილებლობა და მაღალი წყლის გადასახადი.

  • სტრუქტურული ზიანი – ხანგრძლივმა წყლის ჟონვამ შეიძლება სახლის მზიდი კონსტრუქცია და საყრდენი კედლებიც კი დააზიანოს რაც იწვევს შენობის ნგრევას და ამცირებს მის მედეგობას მიწისძვრის დროს.


სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია წყლის გაჟონვის დიაგნოსტიკა და აღმოჩენა დროულად, სანამ პრობლემა კატასტროფულად გაიზრდება და გამოიწვევს სხვადასხვა სახის ზარალს.


წყლის ჟონვის ძირითადი ნიშნები

ვიზუალური ინდიკატორები

ლაქები კედლებსა და ჭერზე - ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანია წყალისგან გამოწვეული ლაქები. ეს შეიძლება იყოს ყავისფერი, ყვითელი ან მუქი ლაქები, რომლებიც თანდათან იზრდება ზომაში. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ჭერის კუთხეებს, სადაც ყველაზე ხშირად ვლინდება წყლის გაჟონვის ნიშნები.


ree

საღებავის ბუშტები, შეშუპება და ფურფურის წარმოქმნა - თუ საღებავი იწყებს შეშუპებას ან ჩნდება ბუშტუკები, ეს შეიძლება იყოს წყლის ჟონვის შედეგი. ეს ხშირად ვლინდება ჟონვის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.


ფორმისა და სოკოს გამოჩენა - ტენიანი გარემო იდეალურია ფორმისა და სოკოსთვის. თუ შენიშნავთ მუქ ლაქებს ან უჩვეულო სუნს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც წყლის მილები გადის, ეს შეიძლება იყოს ფარული ჟონვის ნიშანი.


წყლის ღირებულების ცვლილებები


წყლის გადასახადის უეცარი ზრდა - თუ თქვენი წყლის გადასახადი მკვეთრად გაიზარდა მიზეზის გარეშე, ეს შეიძლება იყოს ფარული ჟონვის შედეგი. ყოველმხრივ შეადარეთ წინა თვის ანგარიშებს და გამოიკვლიეთ ყველა სავარაუდო მიზეზი.


წყლის მრიხცველის(სოჩიკი) მუდმივი მუშაობა - თუ წყალის მოხმარება არ მიმდინარეობს, მაგრამ მრიცხველი მაინც მუშაობს, ეს ნათლად მიუთითებს ჟონვაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეთოდი ფარული ჟონვის გამოსავლენად.


ძირითადი ლოკაციები, სადაც ხშირად ხდება წყლის ჟონვა


აბაზანა და ტუალეტი

აბაზანის ოთახი ყველაზე მოწყვლადი ადგილია წყლის ჟონვისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:

  • ტუალეტის ირგვლივ - შეამოწმეთ ტუალეტის ფუძე და მის ირგვლივ იატაკი

  • აბაზანას ქვეშ - დაათვალიერეთ აბაზანას ქვეშ და მილების შეერთების ადგილები

  • შხაპის კაბინა - შეამოწმეთ შხაპის კაბინის კუთხეები და სილიკონის ღია ადგილები

  • ნიჟარის მილები - რეგულარულად შეამოწმეთ ნიჟარის ყველა მილი და შეერთება


სამზარეულო

სამზარეულოში ყველაზე პრობლემური ზონებია:

  • ნიჟარის ქვეშ - განსაკუთრებით ზონა რეცხვის მანქანისა და ჭურჭლის რეცხვის მანქანის მილების ირგვლივ

  • ჭურჭლის სარეცხის მანქანის მიმდებარედ - მილების შეერთების ადგილები და სარქვლები

  • მაცივრის მილები - თუ მაცივარს აქვს წყლის მილი (ყინულის მანქანისთვის)


წყლის ჟონვა სახურავიდან
წყლის ჟონვა სახურავიდან

სარდაფი და სხვენი

ეს ადგილები ხშირად რჩება უყურადღებოდ, მაგრამ სწორედ აქ ხშირად ხდება ფარული წყლის ჟონვა. განსაკუთრების საყურადღებო ადგილები:

  • მთავარი წყლის მილი - სადაც შედის სახლში წყალი

  • წყლის გამათბობელი - მის ირგვლივ და მილების შეერთების ადგილები

  • გაცხელების სისტემა - რადიატორები და მილები


მარტივი ტესტები ჟონვის გამოსავლენად


წყლის მრიცხველის ტესტი

ეს არის ყველაზე ეფექტური და მარტივი მეთოდი:

  1. გამორთეთ ყველა წყლის ონკანი და ტექნიკა (ონკანები, სარეცხის მანქანა, საშხაპე...)

  2. ჩაინიშნეთ მეტრის ზუსტი მაჩვენებელი

  3. 2-3 საათის შემდეგ ისევ შეამოწმეთ

  4. თუ მაჩვენებელი შეცვლილა, თქვენს სახლში წყალი ჟონავს!


ტუალეტის ავზის ტესტი

ტუალეტის(უნიტაზის) ტანკი(ავზი) ხშირად იწვევს ჟონვას:

  1. ჩაყარეთ სპეციალური საღებავი ან ფერადი სარეხცი საშუალება

  2. 15-20 წუთის შემდეგ შეამოწმეთ უნიტაზი და მის გარშემო ტერიტორია

  3. თუ შენისნეთ ფერადი ლაქები ეს ნიზშნავს რომ ავზიდან წყალი ჟონავს


თანამედროვე ტექნოლოგიები წყლისწ ჟონვის გამოსავლენად

Neofix_ის პროფესიონალი სანტექნიკები იყენებენ სპეციალურ ტექნიკასა და მოწყობილობებს, რომელიც საშუალებას იძლევა დაზიანების ზუსტი ლოკალიზაცია მოხდეს კედლებისა და იატაკის ნგრევის გარეშე უმოკლეს დროში!


ree

ეფექტური ტექნოლოგიები და აპარატები წყლის ჟონვის აღმოსაჩენად:

  • თერმული კამერა – ავლენს ტენიანობის წყაროს კედლის შიგნით.

  • აკუსტიკური დეტექტორი – წყლის ნაკადის ხმას აფიქსირებს მილებში.

  • ტენიანობის დეტექტორი – ზომავს ტენიანობას სხვადასხვა ზედაპირზე.

  • ტრასირების სისტემები – მილების ზუსტი მდებარეობის დასადგენად.

ასეთმა დიაგნოსტიკამ შეიძლება დაზოგოს არა მხოლოდ დრო და ფული, არამედ სახლსაც გაუფრთხილდეს და თავიდან აგაცილოთ ზედმეტი დემონტაჟი.


პრევენციული ზომები - როგორ ავიცილოთ წყლის ჟონვა


რეგულარული ინსპექტირება

ყოველთვიური შემოწმება - გამოყავით დრო თვეში ერთხელ მაინც სახლის ყველა წყლის წერტილის შემოწმებისთვის.

სეზონური ინსპექტირება - განსაკუთრებით ზამთრისა და ზაფხულის დასაწყისში, როცა ტემპერატურული ცვლილებები მილებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.


მილების მოვლა

ძველი მილების შეცვლა - თუ თქვენს სახლში მილები 20 წელზე ძველია, უმჯობესია თანდათან შეცვალოთ ისინი სანამ ეს გადაუდებელი აუცილებლობა გახდება.

წყლის წნევის კონტროლი - ძალიან მაღალი წყლის წნევა მილებზე ზიანს აყენებს. გაუწიეთ მონიტორინგი წყლის წნევას და საჭიროების შემთხვევაში დააინსტალირეთ წნევის რეგულატორი.


მილების იზოლაცია და შეფუთვა

მილების შეფუთვა - ზამთრისთვის მილების შეფუთვა იცავს მილებს ტემპერატურული ცვლილებების ზეგავლენისგან რაც ამცირებს მილების დაზიანებას.


წყლის ჟონვა არ არის უბრალო დისკომფორტი, არამედ სერიოზული საფრთხე თქვენი სახლის სიმყარისა და ოჯახის კეთილდღეობისთვის. იყავით ყურადღებით, რეგულარულად ჩაატარეთ პროფილაქტიკური შემოწმება და არასდროს დატოვოთ საეჭვო ნიშნები უყურადღებოდ. გახსოვდეთ, დროულად აღმოჩენილი პრობლემა დაზოგილი ნერვების, დროის და ფინანსების საწინდარია!


თუ ეჭვი გაქვთ წყლის ჟონვაზე მაგრამ საკუთარი ძალებით ვერ ახერხებთ პრობლემის მოგვარებას, ნეოფიქსის პროფესიონალთა გუნდი მუდამ მზად არის დაგეხმაროთ! ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე თანამედროვე აპარატურითა და მაღალი სიზუსტით!

 
 
 

Comments


bottom of page