როგორ მოვიქცეთ, თუ კანალიზაცია მუდმივად იჭედება? მიზეზები და გამოსავალი
- tornikejanelidze12
- Sep 12
- 3 min read
კანალიზაციის ხშირი და რეგულარული გაჭედვა საკმაოდ გავრცელებული და შემაწუხებელი პრობლემაა, რომელსაც ძირითადად ძველ სახლებსა და შენობებში ვაწყდებით თუმცა ასევე გვხვდება რიგ ახალ აშენებულ ბინებსა და კორპუსებში.
ეს არა მხოლოდ დისკომფორტს ქმნის, არამედ შეიძლება სერიოზული სანიტარულ და ჯანმრთელობის რისკებიც შეიცავდეს რასაც დროული ყურადღება და მოგვარება ჭირდება. თუ თქვენი კანალიზაცია რეგულარულად იჭედება, დროა მიიღოთ შესაბამისი ზომები რომ მოხდეს პრობლემის დიაგნოსტიკა და პერნამენტული აღმოფხვრა.
რატომ იჭედება კანალიზაცია?
კანალიზაციის ხშირი გაჭედვის მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
ნარჩენების დაგროვება მილებში – თმის, ცხიმის, საკვების ნარჩენებისა და მცირე საგნების მოხვედრა მილებში დროთა განმავლობაში წარმოშობს ბარიერს.
ცხიმისა და ზეთის დაგროვება – სამზარეულოს ნიჟარაში ცხიმიანი წყლის ჩაშვება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ცხიმი ცივდება, წარმოიქმნება მყარი მასა და ავსებს გამავალ მილებს.
მილების არასწორი მონტაჟი – თუ კანალიზაციის სისტემა დახრილობის გარეშეა დამონტაჟებული, არასწორად არის აწყობილი საკანალიზაციო სისტემა, წყალი და ნარჩენები ვერ მოძრაობს სწორად რაც იწვევს ნარჩენების არასწორ დაგროვებას.
ძველი ან დაზიანებული მილები – დროთა განმავლობაში მილები შეიძლება დაზიანდეს, დაიბზაროს ან დაიჟანგოს, რაც ხელს უწყობს ჭუჭყის დაგროვებას.
არასათანადო მოპყრობა და გამოყენება – ტუალეტში ან ნიჟარაში ისეთი ნივთების ჩაგდება, რაც არ უნდა მოხვდეს კანალიზაციაში (სველი ხელსახოცი, პლასტმასა, ჰიგიენური საშუალებები და სხვ.), ხშირად იწვევს სერიოზულ პრობლემას.
კანალიზაციის რეგულარული გაჭედვის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია მოძველებული და ვადაგასული საკანალიზაციო სისტემა, არასწორად აწყობილი სისტემა ან არასათანადო მოპყრობა და მოვლა.
პრევენციული ზომები - როგორ ავიცილოთ ხშირი ჭედვა
კანალიზაციისა და მილების ხშირი გაჭედვის თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი მოვლითა და პრევენციული ზომების გატარებით.
ყოველდღიური მოვლა

ცხელი წყლის გამოყენება - კვირაში ერთხელ მაინც ჩაასხით ცხელი წყალი კანალიზაციაში. ეს დაარბილებს ცხიმოვან დანალექებს და გაწმენდს მილებს. არ გამოიყენოთ ძალიან ცხელი/ადუღებული წყალი რამაც შეიძლება დააზიანოს მილები.
ფილტრების დაყენება - დაამონტაჟეთ სპეციალური ბადეები და ფილტრები ნიჟარებსა და აბაზანაში, რომ თმა და მსხვილი ნაწილაკები არ მოხვდეს კანალიზაციაში და არ მოხდეს მილებში მყარი ნარჩენების დაგროვება.
სწორი მოპყრობა - არასოდეს ჩაყაროთ კანალიზაციაში:
მყარი საგნები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ფურცლები...
ცხიმი და ზეთი (გააცივეთ და გადააგდეთ ნაგავში)
ჰიგიენური ნაწარმი
სიგარეტის ნამწვი
მედიკამენტები
რეგულარული გაწმენდა
ყოველთვიური პროფილაქტიკა - თვეში ერთხელ გამოიყენეთ სოდა და ძმარი ბუნებრივი გაწმენდისთვის. ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა სოდა, შემდეგ ნახევარი ჭიქა ძმარი და 30 წუთის შემდეგ ჩარეცხეთ ცხელი წყლით.
ქიმიური საშუალებები - გამოიყენეთ მილების საწმენდი ქიმიური საშუალებები, რომლებიც უსაფრთხოდ შლის ორგანულ ნარჩენებს და ცხიმს. არ გამოიყენოთ მომწამლავი ან ზედმეტად აგრესიული საშუალებები.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ კანალიზაცია მუდმივად იჭედება?
თუ პრობლემა რეგულარულად მეორდება და ზემოთ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად გაჭედილი კანალიზაცია რჩება თქვენს პრობლემად, მხოლოდ ერთჯერადი გაწმენდა საკმარისი აღარ არის. ასეთ შემთხვევაში საჭიროა უფრო სერიოზული მიდგომა და პრობლემის სირღმისეული დიაგნოსტიკა.
1. მილების მდგომარეობის შემოწმება
ხშირი ბლოკირება და გაჭედვა შეიძლება მიუთითებდეს, რომ მილები დაზიანებულია, ექსპლუატაციის ვადა გასულია ან სისტემა არასწორად არის დამონტაჟებული. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექსპერტის ჩარევა და საჭიროების შემთხვევაში საკანალიზაციო მილების გამოცვლა.
2. პრობლემის მოგვარების გეგმა
საკანალიზაციო სისტემის პროფესიონალური დიაგნოსტიკის და პრობლემების აღმოჩენის შემდეგ საჭიროა სწორი და ეფექტური გამოსავლის მოძებნა და გეგმის შედგენა.
ნეოფიქსის მრავალწლიანი გამოცდილება და თანამედროვე აპარატურა საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ პრობლემის მაღალი სიზუსტით აღმოჩენა და სწორი გეგმის შედგენა რაც დაზოგავს თქვენს დროს, ფინანსებს და დაგავიწყებთ კანალიზაციის გაჭედვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
3. სისტემის გამართვა და პროფესიონალური წმენდა
როდესაც ყველა პრობლემა აღმოჩენილია და მისი მოგვარების გეგმაც სახეზეა, შემდეგი ეტაპი კანალიზაციის წმენდა არის. ჩვენი მაღალკვალიფიციური სანტექნიკოსები და ხელოსნები უზრუნველყოფენ კანალიზაციის სისტემის მოწყობას, წმენდას, წყლისა და ნარჩენების ამოტუმბვას - ყველა საჭირო მომსახურება რაც შეიძლება პრობლემის მოსაგვარებლად დაგჭირდეთ.
კანალიზაციის ხშირი ჭედვა არ არის გარდაუვალი და მოუგვარებელი პრობლემა. სწორი პრევენციული ზომებით, რეგულარული მოვლით და დროული რეაგირებით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ სერიოზული პრობლემები. დაიმახსოვრეთ - პრევენცია და სწორი მოვლა ყოველთვის უფრო იაფი და მარტივია, ვიდრე რემონტი და შეკეთება!
მთავარია, სწორი ჩვევებით თავიდან აიცილოთ გაჭედვა და მოუაროთ სისტემას სწორად: ნუ ჩაასხამთ ცხიმს, გამოიყენეთ საცრები, ბადეები, ფილტრები & თმის დამჭერები და პერიოდულად ჩარეცხეთ ცხელი წყლით. ამ მარტივი ნაბიჯებით თქვენ თავიდან აიცილებთ უხერხულობას, უსიამოვნო სუნს და ფინანსურ ხარჯებსაც.
და თუ პრობლემა მუდმივად მეორდება, არ დააყოვნოთ პროფესიონალის დახმარების მიღება. Neofix გთავაზობთ სრულ მომსახურებას როგორც თბილისში ასევე რუსთავში, გორში, კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს ძირითად ლოკაციებზე! ხშირი გაჭედვა შეიძლება იყოს უფრო სერიოზული სტრუქტურული პრობლემის ნიშანი, რომელიც საჭიროებს კვალიფიციურ ჩარევას სანამ ის კიდევ უფრო გართულდება და დიდ ზიანს მიაყენებს როგორც თქვენს სახლსა და ფინსნსებს, ასევე ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.




Comments