NeoFix

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა აპარატით უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის წყლის გაჟონვის წერტილის აღმოჩენას უმოკლეს დროში! ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე პროფესიონალურ აპარატურას რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით და შეუძლია გაჟონვის წყაროს აღმოჩენა ნებისმიერ ადგილას.

ფარული წყლის ჟონვა საკმაოდ გავრცელებული და ვერაგი პრობლემაა რაც საფრთხეს უქმნის როგორც შენობა-ნაგებობას ასევე რემონტს და კონსტრუქციის ცალკეულ ელემენტებს. ის ხშირი პრობლემაა როგორც კერძო სახლებში, ასევე ბინებსა და ოფისებში, როგორც ძველ აშენებულ ან ავარიულ შენობებში, ასევე ახალ აშენებულ სახლებსა თუ კორპუსებში.

გაჟონვის დროული აღმოჩენა საშუალებას გაძლევთ თავიდან აირიდოთ მნიშვნელოვანი პრობლემები და რემონტის ხარჯები. ნეოფიქსის პროფესიონალი სანტექნიკები უმოკლეს დროში იპოვოან გაჟონვის წყაროს და მოაგვარებენ ყველა პრობლემას!

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა და შემდგომი სრული სერვისი

წყლის გაჟონვის პრობლემები სერიოზულ რისკებს წარმოადგენს როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული შენობებისთვის. თუ წყალი ჟონავს და დროულად არ აღმოაჩენთ გაჟონვის ადგილს, შედეგად შეიძლება მიიღოთ შენობის ან რემონტის დაზიანება რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ნეოფიქსში წყლის ჟონვის დადგენა ხორციელდება თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწოებით რაც საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ პრობლემა სწრაფად და მაღალი სიზუსტით. ჩვენ გთავაზობთ ყველა საჭირო სანტექნიკურ სერვისებს დაწყებული გაჭონვის აღმოჩენითა და დიაგნოსტიკით, დასრულებული პრობლემის სრული აღმოფხვრით, დაზიანებული მილების შეკეთებისა და შეცვლის ჩათვლით.

რატომ უნდა მოაგვაროთ წყლის ჟონვის პრობლემა დროულად?

წყლის გაჟონვამ სერიოზულ ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, თუ დროულად არ აღმოაჩენთ და მოაგვარებთ, მათ შორისაა:

  • სტრუქტურული დაზიანება: ტენიანობის გამო კედლების, იატაკისა და ჭერის დაზიანება, რაც შეიძლება ძვირადღირებული იყოს შესაკეთებლად.

  • ჯანმრთელობის რისკები: ტენიან გარემოში სოკოსა და ობის განვითარება.

  • მილების გაუმართაობა: სისტემის დაზიანება, წყლის წნევის შემცირება ან სრული მწყობრიდან გამოსვლა.

  • ფინანსური დანაკარგი: დაზიანებული ავეჯი, ტექნიკა და ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოები.

ჩვენი სერვისის უპირატესობები

1. თანამედროვე აპარატურა:
ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს ზუსტ და სწრაფ წყლის ჟონვის დიაგნოსტიკას:

  • Jacobs Lixener 30 – აკუსტიკური დეტექტორი კედლებსა და იატაკში დაზიანების აღმოსაჩენად.

  • InfiRay თერმული კამერები – გაჟონვის ზუსტი წერტილის დასადგენად თერმული გამოსახულებით.

  • Rothenberger საპრეს აპარატები – მილების სისტემის ტესტირებისთვის.

  • Teslong კამერები – შახტებისა და რთულად მისადგომი ადგილების დასათვალიერებლად.

  • DeWalt მრავალფუნქციური ხელსაწყოები – სარემონტო და აღდგენითი სამუშაოებისთვის.

ჩვენ ვმუშაობთ თანამედროვე აპარატურით და ვადგენთ გაჟონვის წყაროს 100% სიზუსტით უმოკლეს დროში! Wylis jonvis diagnostika ხორციელდება მხოლოდ პროფესიონალური აპარატებით.

2. პროფესიონალური მომსახურება:

  • წყლის გაჟონვის ზუსტი ლოკალიზაცია.
  • რთულად მისადგომი ადგილების კვლევა თანამედროვე კამერებით.
  • სისტემის მდგომარეობის სრული დიაგნოსტიკა.
  • დაზიანებული ნაწილის ხარისხიანი აღდგენა.

3. სრული სერვისი ერთ ადგილზე:
ჩვენ ვაგვარებთ ყველაფერს – დიაგნოსტიკიდან რემონტამდე.

გარანტია

ჩვენი სერვისი გამყარებულია სრული გარანტიით:
თუ ჩვენს მიერ მონიშნულ ადგილას დაზიანება არ აღმოჩნდა და ეს მოხდა ჩვენი შეცდომით, გადახდილ თანხას გაორმაგებულად ვუბრუნებთ მომხმარებელს.
გარანტია ჩვენს პროფესიონალიზმს კიდევ უფრო ამყარებს.

მომსახურების არეალი

ჩვენ ვემსახურებით თბილისს და მის მიმდებარე ტერიტორიებს (100 კმ რადიუსში), მათ შორის:

თბილისი, წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, ორბეთი, ბოგვი…

მცხეთა–მთიანეთი (მცხეთა, საგურამო, გუდაური)

კახეთი (თელავი, გურჯაანი, საგარეჯო)

შიდა ქართლი (გორი, ხაშური, ქარელი, კასპი)

ქვემო ქართლი (რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი)

სამცხე–ჯავახეთი (ბაკურიანი)

ფასები და სპეციალური შეთავაზებები

სტანდარტული ფასები:

  • ბინებში: 150 ლარი.

  • კერძო სახლებში და კომერციულ ობიექტებში: 200 ლარი.

სპეციალური ფასდაკლებები:

  • 20%-იანი ფასდაკლება შშმ პირებისთვის.

  • 20%-იანი ფასდაკლება მეხანძრე-მაშველებისთვის.

  • 20%-იანი ფასდაკლება სასწრაფოს ექიმებისთვის.

  • 20%-იანი ფასდაკლება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

წყლის ჟონვის ძირითადი ნიშნები

ლაქები კედლებსა და ჭერზე – წყლის გაჟონვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიშანია კედლებზე ან ჭერზე წარმოქმნილი ლაქები. ისინი შეიძლება იყოს ყავისფერი, ყვითელი ან მუქი ფერის და დროთა განმავლობაში გაიზარდოს ზომაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჭერის კუთხეებს, სადაც წყლის გაჟონვის ნიშნები ყველაზე ხშირად ჩნდება.

საღებავის ბუშტუკები, შეშუპება და აქერცვლა – თუ საღებავი იწყებს შეშუპებას, ჩნდება ბუშტუკები ან ფურფურის მსგავსი აქერცვლა, ეს ხშირად წყლის ჟონვის შედეგია. მსგავსი დაზიანება, როგორც წესი, გაჟონვის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ვლინდება.

წყლის მუდმივი ხმა – თუ თქვენ გამუდმებით გესმით წყლის წვეთა ან რაკრაკი მაშინაც კი როცა ყველაფერი დაკეტილია, ეს ნამდვილად მიანიშნებს წყლის აქტიურ ჟონვაზე.

ფორმისა და სოკოს წარმოქმნა – ტენიანი გარემო იდეალურ პირობებს ქმნის ფორმისა და სოკოსთვის. მუქი ლაქების გაჩენა ან უჩვეულო, მძაფრი სუნი, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც წყლის მილებია გაყვანილი, შესაძლოა ფარული ჟონვის ნიშანი იყოს.

წყლის გადასახადის უეცარი ზრდა – თუ წყლის გადასახადი მოულოდნელად და მიზეზის გარეშე გაიზარდა, დიდი ალბათობით საქმე ფარულ ჟონვასთან გაქვთ. შეადარეთ მიმდინარე ანგარიში წინა თვეებს და ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა შესაძლო მიზეზი.

წყლის მრიცხველის (სოჩიკის) უწყვეტი მუშაობა – თუ წყლის მოხმარება არ მიმდინარეობს, მაგრამ მრიცხველი მაინც მოძრაობს, ეს აშკარად მიუთითებს წყლის გაჟონვაზე. ეს მეთოდი ერთ-ერთ ყველაზე სანდოდ ითვლება ფარული ჟონვის გამოსავლენად.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ხდება წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა?

წყლის გაჟონვის დიაგნოსტირება ხდება სპეციალური აპარატურის დახმარებით(წყლის ჟონვის დეტექტორი), როგორიცაა თერმოკამერა, ბოროსკოპი, მილების საწნეხი მოწყობილობა, აკუსტიკური დეტექტორი, ტენიანობის საზომი. ეს ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტით გამოვავლინოთ გაჟონვის წერტილი ყოველგვარი ნგრევისა და დაზიანების გარეშე რაც თავიდნ აგარიდებთ როგორც არასაჭირო დანახარჯებს, ასე დაგაზოგინებთ დროსა და რესურსს.

რა ღირს წლის ჟონვის დიაგნოსტიკის მომსახურება?

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკის ფასი დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე და სამუშაოს მოცულობაზე, თუმცა წყლის გაჟონვის აღმოჩენის ფასი იწყება 150 ლარიდან.

სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ:

  • შშმ პირებს
  • სოციალურად დაუცველ ოჯახებს
  • სასწრაფოს ექიმებსა და სახანძროს თანამშრომლებ

რა დრო სჭირდება დაზიანებული წერტილის პოვნას?

თუ წყლის გაჟონავა აქტიურად მიმდინარეობს და სახეზე გვაქვს უხვი ნალექი და სინესტე, ასეთ შემთხვევაში წყლის ჟონვის წერტილი უფრო ადვილი აღმოსაჩენია. პროცედურა, როგორც წესი, გრძელდება 1-დან 3 საათამდე, რაც დამოკიდებულია პრობლემის სირთულესა და მდებარეობაზე. რთულ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ როცა წყალი ჟონავს პერიოდულად და მცირე ინტენსივობით, დრო შეიძლება ცოტათი გაიზარდოს. მიუხედავად პრობლემს სირთულისა წყლის ჟონვის დადგენა აპარატით არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი გზა პრობლემის კერის საპოვნელად.

ყოველი მომსახურების ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად სამუშაოს მოცულობისა და სირთულის მიხედვით, ზუსტი ფასის დასადგენად აუცილებელია დაგვიკავშირდეთ: 555 26 26 62

წყლის გაჟონვის დეტექტორი

თუ გჭირდება პროფესიონალი სანტექნიკი გამოძახებით წყლის ჟონვის დიაგნოსტიკისთვის, ჩვენი კომპანია თქვენი საუკეთესო არჩევანია! ჩვენ ვუზრუნველვყოფთ სწრაფ, ხარისხიან და ეფექტურ მომსახურებას, რომელიც შექმნილია თქვენი კომფორტისთვის.

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ სანდო სანტექნიკის სერვისი თბილისში და მის შემოგარენში!

შეფასება